saqarTvelos mwvervalebi - fasismTas mwvervali

 

ფასისმთას მწვერვალი - მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3786 მ. აგებულია პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი ცირკები, კარები და სხვ. ჩრდილოეთ კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება. ფასისმთის კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.